ხონში დასუფთავების აქცია გაიმართა

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ხონში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
?წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
?აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაცია დასუფთავდა.
?წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ხორციელდება.

SIGN IN

Forgot Password

X