ხონში დასუფთავების აქცია გაიმართა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ხონში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში მერიის,საკრებულოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციები დასუფთავდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ხორციელდება.

SIGN IN

Forgot Password

X