ხონში დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტების მენეჯერს რობერტ როტსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს უმასპინძლა.
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და შეაფასეს.
2019 წლიდან ხონის მუნიციპალიტეტში 2,5 მილონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრის შენობა, ქალაქის # 2 საბავშვო ბაღი და აშენდა ხონის სათემო განათლების ცენტრი.

SIGN IN

Forgot Password

X