ხონში ,,მასტერ ლიგის,, ფინალური თამაშები გაიმართა

ხონის ცენრალურ სტადიონზე მოყვარულ სპორტსმენებს შორის თამაშები გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის 7×7 ასოციაციის მასტერ ლიგის ხონის ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ქალაქ ხონისა და დედალაურის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ქალაქ ხონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თასები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
საფეხბურთო ჩემპიონატი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა

SIGN IN

Forgot Password

X