ხონში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაგებად პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
9 აპრილს მიეძღვნა გამოფენა ხონის ისტორიულ მუზეუმში. სტუმრები ადგილზე გაეცვნენ საქართველოს ეროვნული და 9 აპრილის სისხლიან ღამეს დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას.
1989 წლის 9 აპრილის ავბედით დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობას 21 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის უმეტესობა ქალი იყო. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 2000-მდე მომიტინგე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის, ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

SIGN IN

Forgot Password

X