15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეა. მნიშვნელოვანია ამ დღის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოფლად მცხოვრები ქალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და ერთგვარი მოწოდებაა ღირსეულად დააფასდეს ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობენ ფიზიკურად და მნიშვნელოვანი წვლილი შექვთ ეკონომიკის განვითარებაში;
გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.
გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალურისოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. ისინი ამუშავებენ მიწებს ერების გამოსაკვებად, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მიწის საკუთრებას, სასოფლო-სამეურნეო რესურსებზე წვდომას, კლიმატის მდგრადობის დაფინანსებასა და ტექნოლოგიებს, ისინი მამაკაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.
ხონის მუნიციპალიტეტში, რომლის ეკონომკის საფუძველი სოფლისმეორნეობაა ( მემცენარეობა, მესაქონლეობა, მებოსტნეობა) ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს;
ხონის გენდერული საბჭოს წევრები უერთდებიან ამ დღის აღნიშვნას და მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრებ ქალებს. მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მათ შრომას, დახარჯულ ენერგიასა და გაღებულ ძალისხმევას, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი და ადგილი უჭირავს ხონის მუნიციპალიტეტის რეალობაში;

SIGN IN

Forgot Password

X