Month: December 2022

ხონის მუნიციალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ინიციატივით,21 დეკემბერს,14:00 საათზე, კულტურის ცენტრში, გაიმართება ქუთაისელ ტანმოვარჯიშეთა მიერ სხეულით შექმნილი ქართული ანბანის ფოტოების გამოფენა. პროექტის ავტორები არიან მხატვრები – პაატა ნემსწვერიძე და დავით აბულაძე. გამოფენა სამ დღეს გასტანს და 24 დეკემბერს დაიხურება. დათვალიერება თავისუფალია.

Read more

დღეს, ხონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა. განიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე აქტუალური საკითხები.  საბჭო წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში […]

Read more

თხილის წარმოების ხელსეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა რეგისტრაციის პროცესი ხონის მუნიციალიტეტის სოფლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში პროცესს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძეს და პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე. ამჟამინდელი მონაცემებით, გორდის, ივანდიდის, დედალაურის, მათხოჯის, ნახახულევის, ძეძილეთის,გუბის , გოჩა-ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,ჯამში , დარეგისტრირებულია 500-მდე ფერმერი. კადასტრის შექმნის გამარტივების მიზნით, მეთხილე ფერმერებს რეგისტრაციაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის […]

Read more

ხონის მუნიციალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმითი-აზომვითი სამუშაოების გეგმა გრაფიკი მცირედით შეიცვალა და ასეთია: ივანდიდი-2022 წელი,ნოემბერი; კუხი-2023წელი,მარტი; მათხოჯი- 2023 წელი, ივლისი; გორდი-2024 წელი, იანვარი; კინჩხა-2024 წელი,აგვისტო; ძეძილეთი-2024 , ოქტომბერი; ნახახულევი, 2024 წელი, ოქტომბერი; დედალაური- 2024 წელი, ოქტომბერი; ხონი-2024 წელი, ნოემბერი; ქუტირი-2024 წელი, ნოემბერი; გოჩა-ჯიხაიში-2024 წელი, ნოემბერი; გუბი-2024 წელი, ნოემბერი;

Read more

ხონში მერის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, პროექტებსა და აქტივობებზე იმსჯელეს. ლადო ჯურხაძემ საბჭოს ბიუჯეტის დოკუმენტი დეტალურად გააცნო და ახალ პარამეტრებზე გააკეთა აქცენტი; გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები ,რომელთა გათვალისწინებაც მოხდება. მერის მრჩეველთა საბჭო სათათბირო ორგანოა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად გათვალისწინებული […]

Read more

  დეკემბრის თვეში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე, გაიმართება საწვრთნელი სროლები.   მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე!

Read more

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ამჯერად, შეჯიბრება ფრენბურთში გაიმართა. შედეგები: ვაჟები – პირველი ადგილი- მოსე ხონელის სახელობის ქ. ხონის N1 საჯარო სკოლა; მეორე ადგილი – სოფ. გორდის საჯარო სკოლა; გოგონები – პირველი ადგილი – მოსე ხონელის სახელობის ქ. ხონის N1 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი – გ.ტაბიძის სახელობის სოფ. ივანდიდის საჯარო სკოლა.

Read more

SIGN IN

Forgot Password

X