9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

? ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხონის ცენტრალურ ბულვარში ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად წითელი ტიტებით შეამკეს. იქვე, მამა დამიანემ დაღუპულ გმირთა პატივსაცემად სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
?9 აპრილთან დაკავშირებით , ხონის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ისტორიული ფოტოების გამოფენა.
?თბილისში 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი გაზით მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

SIGN IN

Forgot Password

X