სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

2019 წელს ხონში მასშტაბური პროექტები განხორციელდფება

- 22/11/2018



2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ათეულობით მსხვილბიუჯეტიანი  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ გადაგზავნილი პრიორიტეტების დოკუმენტი რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე განიხილა.

ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს და თითოეულს პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიენიჭა.

გზები დაიგება სოფლების დედალაურისა და ჩაის მეურნეობის დამაკავშირებელ გზაზე, სოფლების ივანდიდისა და კუხის დამაკავშირებელ გზაზე, იპოლიტე ხვიჩიას მეორე შესახვევში ( პირველი უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა), ნინოშვილის , გურამიშვილის, ბაგრატიონის, მებუკის ქუჩებზე, სოფელ ნახახულევში (უგულავების უბანი), სოფელ საწულუკიძეოში( ბოყოურას უბანი), სოფელ გუბში (ქუთაისი- ხონის დამაკავშირებელი გზის მე-11 კილომეტრიდან სოფელ დიდი ჯიხაიშის საზღვრამდე), წერეთლის ქუჩაზე, იპოლიტე ხვიჩიას პირველ შესახვევში, ფიროსმანის, თაყაიშვილის , ნიკოლაძის ქუჩებზე,  სოფელ დიდ კუხში (გორდაძეებისა და ძიძიგურების  უბანები),სოფელ მათხოჯში (ბარაბაძეების უბანში დასრულება),გოჩა -ჯიხაიშის ცენტრიდან სოფელ გუბის მიმართულებით, წყალტუბო- ხონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მე-11 კილომეტრიდან გველესიანების უბანში მიმავალ გზაზე, სოფელ კონტუათში (რუხაძეების უბანი), სოლომონ მე-2 ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე.

 განახლდება ხონის ცენტრალური ბულვარი.

წყალმომარაგების სისტემები მოწესრიგდება ახალშენში, კინჩხასა და  გორდში .

სამედიცინო ამბულატორიები გარემონტდება  ნახახულევში, ივანდიდში, გოჩა-ჯიხაიშში, კონტუათში, საწულუკიძეოში, მათხოჯში, გორდში, გუბში, კუხში, ქუტირში, დედალაურში, ჩაის მეურნეობაში,ძეძილესთსა და კინჩხაში.

   სახიდე გადასასვლელები აშენდება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის(შ-37) ქუთაისი(ავტოქარხანა)-ხონი-სამტრედიას საავტომობილო გზის მე-10 კმ-ში (9+160) მდ. გუბისწყალზე ,  წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-დან, ძეძილეთი - გორდი - ნოღას გზის  მდინარეების  ცხენისწყალისა და მეჭიას მონაკვეთებზე.

   ასევე, 2019 წელს განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფელ მათხოჯში მდ. ცხენისწყლის (მდ.ღარჩელის შესართავთან) კალაპოტთან.

   2019 წელს  სკოლების შენობების სარეაბილიტაციოდ ხონის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 000 ლარი გადმოეცემა. თანხა განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით დაიხარჯება.

 აღნიშნული პროექტები რეგიონული განითარების ფონდისა და საგზაო დეპარტამენტის  მიერ დაფინანსდება.