სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე ხონში

- 09/05/2018



9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის ხონელ ვეტერანებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მიულოცა. მან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე,გამარჯვების დღე ვეტერანებს მე-2 საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიულოცეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხონში მცხოვრებ ყველა ვეტერანს, მარჩენალდაკარგულსა და გათანაბრებულ პირს მისალოცი ბარათები გადაეცათ. აღნიშნულ პირებ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით ერიცხებათ.
დღესვე,ომის ვეტერანებმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისალოც ბარათთან ერთად, ჯილდოდ 600 ლარი, მარჩენელდაკარგულებმა კი- 300 ლარი მიიღეს.

მეორე მსოფლიო ომში ხონიდან 8000 ჯარისკაცი იბრძოდა, აქედან, შინ,დაალოებით, ნახევარი დაბრუნდა.
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს კიდევ ერთხელ ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.