სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

- 20/09/2017



აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის რეგიონული სამსახურის უფროსმა ფიქრია ჭლიკაძემ, სოფლის მეორნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ბადრი ბახტაძემ სამსახურებისა და აიპების სახელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს მავნებლის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. აზიური ფაროსანას გასანადგურებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც პირველ ეტაპზე მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვასა და მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას გულისხმობს. მოსახლეობას მცენარეების შესაწამლად შხამ–ქიმიკატებიც გადაეცემა. შეხვედრაზე დამსწრე მიზნობრივ აუდიტორიას ასევე, მავნებელთან საბრძოლველად საჭირო ყველა სხვა რეკომენდაცია და მეთოდი გააცნეს. შეხვედრას გამგებელი ჯემალ მებუკე და პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.