სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

დედალაურის საბავშვო ბაღში პროექტი "მწერები" გაიმართა

- 20/04/2018



დედალაურის საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებმა და ამღზრდელებმა პროექტი „მწერები“ წარმოადგინეს.

პატარებმა მწერებისადმი მიძღვნილი ლექსებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხონის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშიც იგეგმება.