სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში უნიკალური კოლხური ბზა დარგეს

- 20/04/2018



დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხონში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ პატარა მოხალისეებთან , საჯარო მოხელეებთან და კომულალური სერვის-ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახლადრეაბილიტირებულ სკვერში უნიკალური კოლხური ბზის ნერგები დარგო. აქცია გაგრძელდება და ქალაქ ხონში , დეკორატორის ინსტრუქციით, კიდევ არაერთი ადგილი გამწვანდება. კოლხური ბზის, წაბლისა და მუხის 300- მდე ნერგი ხონის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით ეროვნულმა სანაშენე მეურნეობამ გადმოსცა.