სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდება

- 04/10/2017



სოფლის მეურნეობის სამინისტრომ , აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტს 11 227 ლიტრი პრეპარატი გადმოსცა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას უსასყიდლოდ გადასცემენ. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის,აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას ასევე მიეწოდება საინფორმაციო მასალები (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf). ,,სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარება. ეს არის გამოწვევა რომელსაც სახელმწიფო და მოსახლეობა ერთად უნდა გაუმკლავდეს,,- განაცხადა გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ.