სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ფსიქიატრიის საერთაშორისო დღე

- 10/10/2018



10 ოქტომბერი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიკიქური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განსაკუთრებულად აღნიშნეს. ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და მედიკოსებმა მედიცინის ამ დარგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმაზე გაამახვილეს ყურადღება. ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებით ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ისახავდა მიზნად.