სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონს ფაროსანასთან საბრძოლველი ტექნიკა გადაეცა

- 20/04/2018



აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა. ასევე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერომონები (მცირე მოწყობილობა, რომელიც იზიდავს მწერს) განთავსდა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მონტაჟდება 10 ათასი ფერომონი , ხოლო 110 ათასი ფერომონის გამოყენება იგეგმება ეგრეთწოდებული „მოიზიდე და მოკალის“ სადგურებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება. მწერთან საბრძოლველად რეგიონებში 120 მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკა გამოიყენება. ფაროსანას განიერი, ყავისფერი მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებსა და მუცლის კიდეებზე თეთრი ზოლები ახასიათებს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს 2018 წლის სტრატეგია, 2017 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. მისი ძირითადი მიმართულებებია: აქტიური საინფორმაციო კამპანია; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი; ქიმიური ღონისძიებები; სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს - დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხონ აღნიშნული საჯარო დაწესებულების შესაბამის სამსახურს , ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს შემდეგ მისამართზე: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი # 6. ცხელი ხაზი: 15-01