სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში "ეტალონი"-ს 2018-2019 წლის გამარჯვებული გამოვლინდა

- 13/12/2018



ხონის კულტურის ცენტრში 2018-2019 წლის „ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
დღევანდელ შეჯიბრში „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ხონის მე-3 საჯარო სკოლის Xl -კლასის მოსწავლეს მიხეილ ფურელიანს მიენიჭა, რომელიც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 
გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილის მფლობელები: მეორე ადგილი ხონის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მაჭარაძემ და მესამე ადგილი დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ბობოხიძე.
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ხონის ეტალონ მოსწავლეს“, მარიამ ჩიქოვანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ გორდის საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელ ჩემპიონატში მონაწილე 3 ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეს საჩუქრად ილია ჭავჭავაძის წიგნები გადასცა. 
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.