სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ახალი კორპუსი გაიხსნა

- 30/10/2018



დღეს ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა 100 პაციენტზეა გათვლილი, ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ შენობაში 4 სტაციონარის განყოფილება განთავსდა. ოთახებში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა და უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკური ინვენტარით.

ახალი კორპუსის გახსნას ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.