სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

- 02/11/2018



ქალაქ ხონში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „საგზაო“ შიდა საუბნო გზების - თამარ მეფის, ჩოლოყაშვილის,ნუცუბიძის,გამსახურდიასა და ხობუას - მოასფალტების სამუშაოებს ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების მოხრეშვა - მოშანდაკება და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა.

აღნიშნულ ქუჩებზე გზები წლების მანძილზე მოუიწესრიგებელი იყო და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება.
სამუშაოები ნოემბრის თვის ბოლომდე დასრულდება.