სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი ჩატარდა

- 23/07/2018



21-22 ივლისს, ხონში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი "გორდი - 2018" ჩატარდა.

ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ინტელექტ კლუბის წევრი და ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული 200-მდე სტუმარი ჩამოვიდა.

ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და სოფელ გორდში „შატო ჩიქოვანი“ მასპინძლობდა.

ფესტივალის მიზანს, რომლის ჩატარებაც მომავალშიც იგეგმება, ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლების ხელშეწყობა, მათი ცოდნის გაღრმავება და განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

გამარჯვებულებისთვის პრიზები ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ; ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა; გამომცემლობა; „წიგნები ბათუმში“ და აჭარაბეთმა დააწესა.

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.