სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში ნიღბების თეატრის პრემიერა გაიმართა

- 05/12/2018



 

ხონის კულტურის ცენტრში ნიღბების თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

,, ფიფქია და შვიდი ჯუჯა,, რეჟისორმა მერი ბარაბაძემ დადგა.

ზღაპრის პერსონაჟები სცენისმოყვარულმა პატარებმა განასახიერეს.

პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,, სწორად შერჩეული თემა, კარგი რეჟისურა, ქორეოგრაფია, დეკორაცია, საინტერესოდ დამზადებული ნიღბები, ბევრი პოზიტივი და მხიარული ფერები - პრემიერამ ბავშვობაში დამაბრუნა. მადლობა ორგანიზატორებს , რომ  იღწვიან, შრომობენ პატარებისთვის და  ჩვენი ქალაქის თეატრალურ ცხოვრებას მრავალფეროვანს  ხდიან ,, - განაცხადა მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ.