სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში პოეზიის საღამო გაიმართა

- 02/11/2018



კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში პოეტი ქალბატონის თამარ ჯაფარიძის პოეზიის საღამო ,,დედამ დამიტოვა ბაღი,, გაიმართა. ავტორმა მკითხველს საკუთარი შემოქმედება გააცნო და მათი შეფასებები მოისმინა. სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი ძალიან თვითმყოფადი, ემოციური, ორიგინალური ლექსები, მინორული კლასიკა, თავად პოეტის მიერ შესრულებული ქართული სიმღერების პოპური, სცენის ორიგინალური დეკორი - დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პოეზიის საღამო ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით შეაფასა. ღონისძიებას მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარადაჭერით განხორციელდა.