სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ლადო ჯურხაძემ დაათვალიერა

- 19/12/2018



► ქალაქ ხონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ქალაქ ხონში ხობუას, გამსახურდიას, ნუცუბიძის, თამარ მეფისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.

მიმდინარე სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

► აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული.