სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

- 01/12/2018



ხონის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსისა და კერძო სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები. 
ამ მომენტისთვის მოსახლეობის ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. 
მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, მუშაობს მერიის ცხელი ხაზი, მობილიზებულია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახური.
პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მოქალაქეებს, ვისაც ძლიერმა ქარმა რაიმე სახის პრობლემა შეუქმნა შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ: 0(495) 22 25 55; 595 724 775