სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ხონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება!

- 14/12/2018



15 დეკემბერს, სოფელ ნახახულევში იმერეთის გუბერნიისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.

     აქციის ფარგლებში ადგილობრივები შეძლებენ  პულმონოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, ალერგოლოგთან, მამოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან და ენდოკრინოლოგთან  ვიზიტს.

   მსურველებს ექიმები  15 დეკემბერს, სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის შენობაში 11:00 საათიდან მოემსახურებიან.


აქციის მიზანია მოსახლეობის დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით უზრუნველყოფა.