სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ლადო ჯურხაძემ სოხუმის თეატრს იუბილე მიულოცა

- 04/02/2019



 ხონი მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სოხუმის თეატრის ,, თეთრი ტალღა,, 30 წლისამდი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო .

ლადო ჯურხაძემ  დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა - თეატრს  საიუბილეო თარიღი მიულოცა, მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნება და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

იქვე, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა   სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე  მიულოცა სოხუმის თეატრის   დამაარსებელს, დამსახურებულ არტისტსა  და რეჟისორს გიორგი რატიანს და მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქარი გადასცა.

 ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები, ქართულ თეატრალურ საზოგადოებისა და ხონის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.