სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

- 17/05/2018



ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა , რომელსაც სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ  საზოგადოებას  მიაწოდა ინფორმაცია, რომ დღეიდან  ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურს ირაკლი  ჟორჟოლიანი და ზედამხედველობის სამსახურს ავთანდილ კოხრეიძე უხელმძღვანელებენ.

,, გამოცდილება , კვალიფიკაცია, პიროვნული თვისებები და საქმისადმი დამოკიდებულება იყო ჩვენი მთავარი კრიტერიუმები. იმედი მაქვს , რომ ისინი იქნებიან წარმატებული ხელმძღვანელები და ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას,, - განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტის,, წარმომადგენლებმა  პროგრამების პრეზენტაცია წარმოადგინეს , რომლებიც მეწარმე ქალთა, ყოფილ მიგრანტთა და მსჯავრდებულთა ოჯახების დახმარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

დღესვე,  სამსახურების, აიპების ხელმძღვანელებმა და მერის წარმომადგენლებმა ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ ისაუბრეს.  განსაკუთრებით ხაზი გაესვა ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე შეწამვლით ღონისძიებებს,მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს,  ტურისტულ ზონებში სანიტარული კვანძებისა და პარკინგის გაფართოების საკითხებს.