სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

- 01/03/2020



 

თუ უკვე იმოგზაურეთ კორონა ვირუსის გავრცელების რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი,.იტალია, სამხრეთ კორეა) უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა იმყოფებოდეთ იზოლაციაში და დაიცვათ შემდეგი წესები:სისტემატურად გაიკონტროლეთ ტემპერატურა, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, კონტაქტის დროს აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება, საეჭვო სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში: ტემპერატურა 38 და ზევით, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, დარჩით ბინაზე იზოლაციაში და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსხური 112 და აცნობეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ოჯახის ექიმებს თქვენი მოგზაურობის შესახებ, აგრეთვე დაუყოვნებლივ აცნობეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგებს.

ია კოხრეიძე ტელ: 599 11 44 34