სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

- 15/11/2018



დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გახსნა, საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იქნება. საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ ბატონი ჯემალ მებუკე, ხოლო საბჭოს მდივნად ქალბატონი ნინო ღურჯია. საბჭოს წევრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის, განიხილეს 2019 წლის ხონის ბიუჯეტი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოთქვეს მოსაზრებები და წამოაყენეს ინიციატივები. საბჭოს მუშაობის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება და წარდგენის პროცესის ხელშეწყობაა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.