სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში “ქუტირლობა” იზეიმეს

- 05/11/2018



დილიდან ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტაძრის წინამძღვარმა აღავლინა, მრევლი და სოფელი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა. ლიტანიობის შემდეგ ღონისძიება სოფლის ცენტრში, სახელდახელოდ მოწყობილ ბაღის ეზოში გაგრძელდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბაღისა და სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაეთვალიერებინათ და ადგილობრივი ნაწარმი დაეგემოვნებინათ. ქუტირლობას მიეძღვნა კონცერტიც, ადგილობრივების მონაწილეობით. ღონისძიების ბოლოს გაიმართა სპორტული შეჯიბრი ჭიდაობაში.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ლადო ჯურხაძე - ხონის მუნიციპალიტეტის მერი: „ვულოცავ სოფელს ამ დღესასწაულს. მართლაც რომ კარგი ტრადიციაა. ჩემის მხრივ, ხელს შეგიწყობთ, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს. მადლობა მამა ზურაბს ტრადიციის აღდგენისთვის და თქვენ ყველას ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაში ჩართვისთვის“ გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი.”

„ქუტირლობა” ყოველი წლის ნოემბრის თვის პირველ კვირა დღეს აღინიშნება.