სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა მიმდინარეობს

- 10/05/2018



საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პიარ აქტივობების ფარგლებში დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. მეორე საარტილერიო ბრიგადის დანა ბატალიონის მეთაურმა ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი კორნელი უგრეხელიძე ესწრებოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და სთავაზობს 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას. მსურველთა რეგისტრაცია 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების (BTT) კურსი ეტაპობრივად , მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება. საბუთების მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე წვრთნისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი ,,კრწანისი,, -ს ბაზის ტერიტორიაზე ( გარდაბნის რაიონი, რუსტავის გზატკეცილი), ასევე ქ. ქუთაისში, მე- 3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ( ახალგაზრდობის გამზირი , შესახვევი # 1 ). ტელ: 595 05 06 85, 595 05 06 73; ონლაინ რეგისტრაციისათვის : onlinebct.mod.gov.ge