სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

სათნოების სახლის ბავშებისთვის გასართობი ღონისძიება მოეწყო

- 31/10/2018



დღეს, ხონის ა(ა)იპ სათნოებისა სახლის ბენეფიციარი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩეხოს სახლი“-ს ფინანსური მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება. თითოეულ ბავშვს ტკბილეულთან ერთად საჩუქრად საკანცელარიო ნივთები და მწერალ ცირა ყურაშილის საბავშვო წიგნები გადაეცათ. დღის ბოლოს კი ყველამ ერთად დააგემოვნა ლამაზი და გემრიელი ტორტი.

ღონისძიებას დაესწრო ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, რომელმაც ორგანიზაციის დამფუძნებლის მიმართ მადლიერება გამოხატა და სიმბოლურად საპატიო სიგელი გაუგზავნა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონს, რომელიც სხვა ქვეყნის მიწიდან ზრუნავს ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებზე. ვიცი, რომ მისი ძალისხმევით არაერთი საქვემოქმედო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა ხონში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის უპირველესი საზრუნავი, ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ თქვენ, მომავალი თობა“-აღნიშნა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.