სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ

- 22/01/2019



სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ.

► 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში საარსებო შემწეობა არ შეუწყდებათ და ამ ოჯახებს ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარების გაცემა, ხოლო მომდევნო ერთი წელი შეუნარჩუნდებათ მხოლოდ ბავშვის ბენეფიტი, არამონეტარული შეღავათები და ქულაზე დამოკიდებული სხვა შეღავათები.

► 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები 16 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას გახუთმაგებული ოდენობით მიიღებენ.