სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

სოფელ გვაზაურში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

- 29/11/2018



ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. 
რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით სოფელ ქუტირში ცენტრალური გზიდან გვაზაურში მიმავალი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს მერის მოსადგილემ გერასიმე მჟავანაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში 1000 გრძივ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გზის გვერდითი ნაწილები. აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „საგზაო“ ახორციელებს 180, 590 ლარია გამოყოფილი.