სიახლეები - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55

სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

- 27/09/2017



ხონში, სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.

 

 

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან გამგებელმა ჯემალ მებუკემ შეკრებილ  საზოგადოებას მიმართა : ,,27  სექტემბერი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია გვახსენებს იმ დიდ ტკივილს , რასაც აფხაზეთის დაცემის დღე ჰქვია და გვიახლებს იარას რომელიც დღემდე მოუშუშებელია. დღეს  ჯვართამაღლებაა და მინდა განსაკუთრებით მივულოცო იმ ოჯახებს , ვინც შვილი, მამა, ძმა მეგობარი, მეზობელი, ნათესავი და ა. შ.  დაკარგა აფხაზეთის ომში, ვისაც იძულებით დაატოვებინეს საკუთარი კარ- მიდამო და დღემდე დევნილობაში დიდ ტკივილთან და მონატრებასთან ერთად უწევს  ცხოვრება. მე მჯერა,  საქართველოს გამთლიანების და მინდა იმედი არავინ დაკარგოს. ჩვენ დავბრუნდებით!,,

  დღესვე , ცნობილი გახდა , რომ თვითმმართველობაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ახალი მემორიალის დადგმაზე მუშაობენ. მაკეტებს  დღეს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და საზოგადოება გაეცნო.