საკრებულოს აპარატის განცხადება - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55
საკრებულოს აპარატის განცხადება

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის 19 მარტს დარეგისტრირდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მომართვა, რომელიც შეეხება სოფელ დედალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.ჩაის მეურნეობაში ე.წ.ტუნგოების უბნისთვის 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული გმირის, მალხაზ აბაშიძის სახელის მინიჭებას.
აღნიშნული ინიციატივა შესასრულებლად დაეწერა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე- 8 პუნქტების საფუძველზე, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საჯარო განხილვას გამართავს 2018 წლის 16 და 18 აპრილს 12 საათზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1- ივნისის N239 დადგენილების საფუძველზე დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენის უფლება აქვთ 2018 წლის 20 მარტიდან 10 აპრილამდე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ხონი პ.კაკაბაძის N17 საკრებულოს შენობა მესამე სართული).