სოფლის მხარდაჭერის პროგრამები იწყება - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55
სოფლის მხარდაჭერის პროგრამები იწყება

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.

პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში წინასწარ შედგენილი გრაფიკით 4 თებერვლიდან დაიწყება.

მუნიციპალიტეტში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.  2020 წლის პროგრამის პრიორიტეტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. ); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 470 00 ათასი ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომების და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ქვემოთ: