OGP-ადგილობრივი პროგრამა

ხონის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების
ამაღლების სტრატეგიის ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და UNDP-ის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. შეთანხმნდენ დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე.
სამუშაო ჯგუფს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.

ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ხონის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

OGP -ში გაწევრიანებით ხონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.

პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.


ხონის მუნიციპალიტეტმა იმერეთის რეგიონის თვითმმართველობებისთვის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღირებულებების ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად უზრუნველყო რეგიონული ფორუმის ორგანიზება.
შეხვედრას ესწრებოდა ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელი ქეთი ცანავა, რომელმაც OGP საქართველოს პროცესებზე, ღია მმართველობის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპის სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე გაამახვილა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესო გოფოძე, იმერეთის რეგიონის მერები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.
UNDP -ს პროექტების მენეჯერმა ნინო კაკუბავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროცესში აქტიურ თანამშრომლობასა და იმ დახმარებაზე, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს საქართველოს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
ხონის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა, OGP საქართველოს ეროვნულ პროცესში ჩართულობის გზით, 2017 წელს დაიწყო და აიღო გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება.
2018 წელს ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის UNDP პროექტთან ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო საჭიროებათა კვლევა, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
შემდეგ ეტაპზე, ხონის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებთან ერთად 2021 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრად აირჩიეს.
ამ ფორმით ხონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეეწყო სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას და შესაძლებლობა მიეცა ეთანამშრომლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაეზიარებინა მათი ცოდნა, გამოცდილება და დაენერგა სიახლეები ადგილობრივ დონეზე.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, რომლებმაც თავისი გამოცდილებისა და დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე კარგი თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრობამ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია ჩვენს მუნიციპალიტეტში. შევიმუშავეთ და დავნერგეთ ისეთი პროექტები და პროგრამები, რამაც გაუმარტივა მოქალაქეებს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მმართველობაში მიმდინარე პროცესები გახადა ბევრად გამჭვირვალე.
ამ ფორუმით მინდოდა ჩვენი გამოცდილება და მიღწევები გაგვეზიარებინა რეგიონის თვითმმართველობებისთვის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს პარტნიორობის მიმართ ინტერესი და სამომავლოდ ღია მმართველობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ.“

SIGN IN

Forgot Password

X