OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრუებაზე მუშაობა გრძელდება

ხონის მუნიციალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხონის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის ახალი 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმას http://bitly.ws/DdUG გაეცნენ.
სამოქმედო გეგმა კონსულტაციების საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა შეადგინა, რომელსაც ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს აირჩიეს.
ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ხონის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

SIGN IN

Forgot Password

X