შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხონის საკრებულოს სააქტო დარბაზში ტრენინგი – „დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის სტანდარტები“ გაიმართა, რომელსაც სპეცმასწავლებლები, ლოგოპედები, მშობლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის შშმ პირთა შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება და შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დრამ-თერაპიის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან […]
ხონის სასპორტო სკოლა თანამეგობრობის თასს უმასპინძლებს

28 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ხონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა ფრენბურთის ტურნირის ,,თანამეგობრობის თასი 2025/2026″ პირველ და მეორე ტურს უმასპინძლებს. ტურნირში, რომელიც 2010-2011 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის იმართება, 8 გუნდი მონაწილეობს: ამბროლაური, ცაგერი, ალუბლები (ხონი), საჩხერე,სამტრედია, სხივი ( მარტვილი ), ალტაირი ( წალენჯიხა ) და ქობულეთი. ტურნირი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
დავით ჩანქსელიანის მორიგი წარმატება

ხონელ სპორტსმენ დავით ჩანქსელიანს, ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში, ვერცხლის მედლის მოპოვებას ვულოცავთ. ჩემპიონი უახლოეს მომავალში ინდოეთში გაემგზავრება და ქალაქ დელიში, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში ბირთვის კვრაში. დავით ჩანქსელიანს წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობაში!
ფოტოკონკურსი ”იპო 2025” დასრულდა

ხონის კულტურის ცენტრის სივრცეში ჟიურის მიერ დადებითად შეფასებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. იქვე, დასახელდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი მარიამ ჭავჭანიძე მეორე ადგილი ანანო ბენიძე მესამე ადგილი ანნა ბობოხიძე თითოეულს სიგელი მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა. ლადო ჯურხაძემ ნამუშევრებს შორის კიდევ ერთი ფოტო შეარჩია და ავტორი , იოანე მსხილაძე პერსონალურად დააჯილდოვა. ხონის სათემო განათლების ცენტრის რჩეული კი გახდა ანნა ბობოხიძე. […]
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ხონის საკრებულოს სააქტო დარბაზში, 25 სექტემბერს, 14:30 საათზე ტრენინგი „დრამ-თერაპია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან (შშმ) ურთიერთობის სტანდარტები“ გაიმართება.ტრენინგზე საუბარი იქნება დრამ-თერაპიის საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ არსებულ პრობლემებსა და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარების გზებზე.ტრენინგ-მოდული აგებულია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.ტრენინგის მიზანს […]
მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და გასული კვირა მიმოიხილა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ილია ყუფარაძის განცხადებით, რეაბილიტირებულმა სანიაღვრე სისტემებმა ეფექტურად იმუშავა. 20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის მიუხედავად , ხონის მუნიციპალიტეტში წვიმას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია. მისივე თქმით , რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულებულია. უახლოეს დღეებში დაიწყება და ოქტომბრის […]
ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო

ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. პატარებს სწავლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ , კულტურის , განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსმა მარიკა რუხაძემ და ხონის გაერთიანებული ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ხონში 20 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს. ხონის მე-3 და სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ და ახლად აშენებულ შენობებში […]
ბაია კვიციანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ხონელ მოსწავლეებს მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ქალაქ ხონის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ბაია კვიციანი ასევე ეწვია ქალაქ ხონის მესამე საჯარო […]
ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა

პროექტის ,, მუსიკალური ზაფხული 2025,, – ის ფარგლებში ხონში ქართული ესტრადის მომღერლბის კონცერტი გაიმართა , რომელსაც ნიკა წულუკიძე უძღვებოდა. ხონის კულტურის ცენტრის იმღერეს დათუნა სირბილაძემ, ელენე ფოჩხუამ , ნინუცა ბედიაშვილმა, მერაბ ვარდოსანიძემ, სოსო პაპუაშვილმა. სცენაზე აჟღერდა ყველასათვის საყვარელი ჰიტები. ხონელმა მაყურებელმა მომღერლები ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვა.
მილოცვა

,,ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!კიდევ ერთი საინტერესო, შრომატევადი, მიზნების მიღწევისა და გამოწვევებით დატვირთული წელი იწყება, რომელიც ასევე ზრდისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა.მოსწავლეებს ცოდნის ლაბირინთებში წარმატებულ მოგზაურობას , მასწავლებლებს პროფესიულ ზრდასა და შრომის საუკეთესო შედეგებს, მშობლებს მხარდაჭერის ძალას ვუსურვებ.მჯერა, თქვენი ერთობით, თანამედროვე სკოლებში მიღებული ცოდნით , საუკეთესო მომავალი თაობა ეყოლება […]