გუბის ტაძარში ხატები მიაბრძანეს

გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის, ღირსი საბა განწმენდილისა და დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხატები მიაბრძანეს – მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ. მსვლელობა ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა, რომელიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ აღავლინა. მრევლთან […]
ახალი წლის დღეები იწყება
25 დეკემბერი 19:00 საათი ხონი, თავისუფლების მოედანი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება და საზეიმოდ აინთება მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მირზა მოდებაძე, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ზუკა ხუციშვილი ბენდით. საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის […]
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური პირველობა გრძელდება

ხონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და კალათბურთში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მაგიდის ჩოგბურთი – გოგონები I ადგილი -სსიპ სოფელ ახლაბედისეულისა საჯარო სკოლა ; II ადგილი- სსიპ სოფელ ახალშენის საჯარო სკოლა; მაგიდის ჩოგბურთი – ვაჟები I ადგილი – სსიპ ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია; II ადგილი- სსიპ სოფელ ნამაშევის საჯარო […]
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების ნაწილი დასრულებულია, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შესყიდული ე.წ. ბოგირების შესაბამის ლოკაციებზე განთავსების საკითხზე. როგორც ლადო ჯურხაძემ განაცხადა, შემუშავდება გრაფიკი, რომელიც მიხედვითაც სოფლებში მძიმე ტექნიკა გადანაწილდება და შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის […]
კონკურსი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით, კონკურსი ცხადდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-29 წლის ახალგაზრდებს, რომელებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში და აკმაყოფილებენ დებულებით განსაზღვრულ პირობებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა ( არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში მისი მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი) Google Drive-ს ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) […]
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე , გერასიმე მჟავანაძე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ჩიხლაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცედურებზე ისაუბრა . მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო და რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხები სრულად არის ათვისებული. მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტისა და ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ,, ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება და არსებული ეკონომიების ათვისება. პარარელურ რეჟიმში, სამსახურის ყველა სპეციალისტი მუშაობს ახალი ბიუჯეტის შემუშავებასა და პარამეტრების განსაზღვრაზე. […]
ქუტირლობის სახალხო დღესასწაული გაიმართა

ქუტირობის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ. მან მრევლი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, ღონისძიებამ სოფლის ცენტრში, საბავშვო ბაღის ეზოში გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბაღისა და სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაეთვალიერებინათ და ადგილობრივი ნაწარმი დაეგემოვნებინათ. დღესვე, საფუძველი ჩაეყარა […]
სკოლამდელი განათლების პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ტრენინგის „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელები და მეთოდისტები გადამზადდა . ტრენინგი ეფუძნება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის მომზადებულ სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. სახელმძღვანელო ყველა იმ საკითხს აერთიანებს, რომელთა ადრეული ასაკიდან სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. ტრენინგის მიზანი ცენტრის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოში ასახული გარემოსდაცვითი საკითხების და სწავლების თანამედროვე მიდგომების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის […]
ლადო ჯურხაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და მდგრადი განვითარებისა და მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით ორი ინოვაციური საინვესტიციო წინადადება წარადგინა. ,,სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ესპანეთში, სადაც შეხვედრა გავმართე სხვადასხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე […]
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ექიმ ესტატე ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

როგორც ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ესტატე ჩხენკელი გამორჩეული მამულიშვილი იყო და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს.„ხონს განსაკუთრებული წარსული და ისტორია აქვს, რომელიც წარმატებულმა ხონელებმა შექმნეს. მათ შორის გამორჩეული მამულიშვილი, დამსახურებული პიროვნება და სახალხო ექიმი იყო ესტატე ჩხენკელი. 21 წლის ასაკიდან, სათანადო განათლებითა და მაღალი პასუხისმგებლობით, ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ემსახურებოდა თანამოქალაქეებს. მადლობას ვუხდი […]