ლადო ჯურხაძე მარიამ მანაგაძის სოლო კონცერტს დაესწრო

ხონის ვეტა ჩხენკელის სახელობის მოსწავლე – ახალგაზრდობი ცენტრის საკონცერტო დარბაზში მოსწავლის მარიამ მანაგაძის (პედაგოგი მარინე ჭავჭანიძე) სოლო კონცერტი გაიმართა; ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, ასევე მოწვეული სტუმრები – საოპერო მომღერალი ქუთაისის კონსერვატორიის ვოკალის პედაგოგი ნაირა კიკოლაშვილი, კომპოზიტორი პოეტი და ავტორშემსრულებელი ნუკრი კარკაძე, კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრის საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდიის […]
ხონში სამელიორაციო არხების მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ხონში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ შესახვევსა და ვაჟა -ფშაველას ქუჩასთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე სამელიორაციო არხის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე. სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ერთი კომპონენტია და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება ტარდება; პროექტს ტენდერში გამარჯვებული […]
ლადო ჯურხაძემ მოსწავლეებს უმასპინძლა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონის მე-4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებსა და დამრიგებელს ლია ჯანხოთელს უმასპინძლა და ,,ტვინების ბრძოლაში,, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. პატარა მოაზროვნეებმა რეგიონის მასშტაბით იასპარეზეს და ,,დარბაზის ჩემპიონების,, სტატუსი მოიპოვეს. ,, მინდა წარმატება გისურვოთ. განვითარებაზე ზრუნვა , განათლება ყველა დაბრკოლებისა და წინსვლის გასაღებია. თქვენს გულშემატკივარი ვიქნები ყოველთვის,, – ამ სიტყვებით მიმართა პატარებს […]
სპორტული შეჯიბრი გაიმართა

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თავისუფლების თამაშების ფარგლებში, სკოლებს შორის, 3×3 კალათბურთში (გოგონები ვაჟები), მინი ფეხბურთში ( გოგონები, ვაჟები) , სირბილი 100 მეტრზე ( გოგონები, ვაჟები) შეჯიბრი გაიმართა. თავისუფალ თამაშებში, რომელიც ოლიმპიური სისტემით ჩატარდა მონაწილეობას იღებდნენ ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები . გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე […]
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა

მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.მერის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება და სხვ.მერის თქმით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობამ ჯამში 22 240 000 ათასი ლარი შეადგინა.მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს […]
ხონში ინფარსტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორი, ბექა ურუშაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის უფროსი, გიორგი რევაზიშვილი ხონის მუიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად სოფელ მათხოჯის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. დღესვე, სტუმრებმა ქალაქ ხონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული […]
ხონის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

ნამუშევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიეტა ქობალიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს . სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს თავიანთი ნახატები. სამხატვრო სკოლის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ სკოლის წარმატებულ აღსაზრდელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხონში განსაკუთრებულად აღინიშნა. მთელი დღის განმავლობაში, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა- საზეიმოდ მოწყობილ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული იყო თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას . სახელდახელოდ მოწყობილ სივრცეებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ზუსტად 17:15 საათზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ადგილობრივებს […]
ხონში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში სამაცივრე მეურნეობის მოწყობის პროცესს გაეცნო . კომპანია „აგრო ველი“ , რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველ სამაცივრე მეურნეობას აწყობს. აღნიშნული პუნქტი რეგიონს, მიმდებარე მუნიციპალიტეტებს მოემსახურება და ერთდროულად 250 ტონა პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ფიცხალეიშვილი აცხადებს , სამაცივრე […]
ხონში ათამდე მცირე და დიდი ზომის რეკრიაციული და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

დასკვნით ფაზაშია სოლომონ მეორის ქ. № 21- ში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური სპორტულ-რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და შეაფასეს. პროექტის ფარგლებში დაიგო ფილები, მოეწყო სპორტული სივრცეები, დაირგო მცენარეები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა ძელსკამები და სხვადასხვა სახის ატრაქციონები. ,,მსგავსი […]