მიმდინარეობს საიტის განახლება

სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მერის, ლადო ჯურხაძის ინიციატივით , ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. იწმინდება სამელიორაციო და მცირე სარწყავი არხები , ასევე სანიაღვრე სისტემები. პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობს საქართველოს მელიორაციის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. პროცესში ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები, […]

ლადო ჯურხაძემ წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხონის მოსე ხონელის სახელობის ქალაქის # 1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ქეთევან კაკაბაძე, მენტორი გიორგი ბარაბაძე) ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაშში დამსახურებულად მოპოვებული პირველი ადგილი მიულოცა და წარმატებები უსურვა. გუნდმა ,,მსხილაძე და გოგონები,, ,,ტვინების ბრძოლაში,, დამაჯერებლად იასპარეზა და რეგიონში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა.

მილოცვა

,,ჩემო მეთორმეტეკლასელებო, დღევანდელი დღიდან თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება – ზრდასრულობა, თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლების ათვლა დაიწყო. წინ ბევრი შრომა, თავგადასავალი, მიზანი, დაბრკოლება , წარმატება და საზრუნავი გელით. მარტივი არაფერია მაგრამ ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდები ხართ, იმედის თვალით გიყურებთ. გილოცავთ სკოლის დასრულებას! გისურვებთ წარმატებებს , ნათელ და ბედნიერ მომავალს! ჩვენი ხვალინდელი დღე და საუკეთესო მომავალი თქვენია!,,- […]

დაავადების ტროპილელაფსოზის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში (მასპინძელი მეფუტკრე გიორგი ლაკვეხელიანი) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს მეფუტკრეთა საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით, ჩატარდა მეფუტკრეთა და ვეტერინარი სპეციალისტების შეხვედრა ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე. ტრენინგზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მეფუტკრე ვეტერინარმა ნინო ყიფიანმა და ვეტერინარიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თეა ოშხერელმა მეფუტკრეებს […]

ნიჭიერ ხონელებს წარმატებებს ვუსურვებთ!

სამების საკათედრო ტაძარში, ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, ფინალურ ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხონის სკოლა-გიმნაზიის გუნდი იღებდა . კონკურსზე მუსიკალური ნომრებით წარსდგა და ფინალისტ გუნდს მხარი დაუჭირა ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მძლევარმა“( ხელმძღვანელი ალექსანდრე ადამია) , რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. #ხონი

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ,ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე […]

მსოფლიო პრიზიორს საბა ჩიხლაძეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა

ლადო ჯურხაძემ სპორტსმენს წარმატება მიულოცა. ხონელმა ძალოსანმა მკერდი სამი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა. პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემ (102 კგ.) იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 123 / 125 / 130კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა. ჩიხლაძემ აკვრაში […]

რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია გასული წლის 3 წარმატებულ სპორტსმენს დაენიშნა

ლადო ჯურხაძემ ძალოსნებს მარიამ მურღვლიანს,შოთა კაკაბაძესა და ოთარ ბზიკაძეს სტიპენდიანტობა თავად მიულოცა და იმედი გამოთქვა , რომ მისი ინიციატივა სხვა ბევრი ახალგაზრდისთვის იქნება სტიმული და მოტივაცია. რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდია გაიცემა ხონში რეგისტრირებულ სრულწლოვანი/არასრულწლოვან სპორტსმენებზე შემდეგ შემთხვევაში: სპორტსმენზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული აქვს I ადგილი; სპორტსმენზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III […]

ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლამ ფრენბურთის გოგონათა ტურნირს ,,ალუბლების თასს,, უმასპინძლა

ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლამ ფრენბურთის გოგონათა ტურნირს ,,ალუბლების თასს,, უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის , ცაგერის, წალენჯიხის, ქობულეთისა და ხონის მუნიციპალიტეტების გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა. მეორე ადგილი – ქობულეთმა, ხოლო მესამე ადგილი მასპინძელმა გუნდმა მოიპოვა.

ხონში 2025 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

პირველი ლოტის ფარგლებში , სოფელ კონტუათის მე-4 და წმინდა ნინოს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში მოსამზადებელი ღონისძიებები განხორციელდება სოფელ საწულუკიძეოს მსხილაძეების უბანში. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მიმდინარე პროცესს გაეცნო. გერასიმე მჟავანაძემ სამუშაოების დეტალები ადგილზე მშენებელი კომპანიის, ,, სოკარ ჯორჯია გაზის,, , მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, გაესაუბრა მოსახლეობასა და დასაქმებულებს. […]