საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151 მუხლის საფუძველზე:
1.‼️ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. ‼️ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ‼️ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება –გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთად გაუფრთხილდეთ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებულ მწვანე ნარგავებს.