მარიამ მურღვლიანს ხონში დახვედრა მოუწყვეს

მარიამ მურღვლიანს მშობლიურ ხონში მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან ერთად დახვდნენე, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ხონელმა ძალოსანმა პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემმპიონატზე ატაცში 84/88/90 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ძალოსანმა აკვრაში 106/111/114 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 204 კილოგრამითაც!
მურღვლიანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ორი რეკორდის დამყარება შეძლო, თავდაპირველად 1, შემდეგ კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნიოდა. ასევე რეკორდული იყო ორჭიდიც, რომელიც 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
ჯამში, 1 ვერცხლი და 2 ოქრო მარიამ მურღვლიანისგან.
გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა.
მურღვლიანის პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე;

SIGN IN

Forgot Password

X