ხონში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საბჭოს წევრებს OGP-ის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები გააცნო და კონკრეტული ინფრასრუქტურული პროექტები განიხილა, რომელთა მშენებლობა/ რეაბილიტაციის პროცესში ინკლუზიური მიდგომების და საჭიროებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
,, ნებისმიერი პროექტი , პროგრამა, თუ აქტივობა , რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იგეგმება და ხორციელდება მნიშვნელოვანია თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი . ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს პროცესი თქვენი ჩართულობის გარეშე სათანადო შედეგს ვერ მოგვცემს. საბჭო მნიშვნელოვანი მექანიზმია და ეს პლათფორმა სწორად უნდა იყოს ათვისებული,,-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები, რომელთა სარეკომენდაციოდ გაზიარება მოხდება შესაბამის სამსახურებსა და სტრუქტურებში.

SIGN IN

Forgot Password

X