მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ახალი წლის დღეები იწყება
📅25 დეკემბერი
⏰19:00 საათი
🩸ხონი, თავისუფლების მოედანი
საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება და საზეიმოდ აინთება მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მირზა მოდებაძე, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ზუკა ხუციშვილი ბენდით.
საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
პროგრამა:
17:00 – ღონისძიების დასაწყისი;
17:00 – 18:00 ანიმატორების შოუ;
17:00 – 18:00 სანტას შეხვედრა ბავშვებთან და საჩუქრების დარიგება;
18:00 – კონცერტის დასაწყისი;
19:00 – ნაძვის ხის ანთება;
20:00 – ფოიერვერკი;
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!