მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიუროს სხდომა
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდა, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე,  რომელმაც განმარტებები გააკეთა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დღის წესრიგი:
  1. ხონის მუნიციპალიტეტის 2025  წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
           მომხსენებელი: არსენ ბენდელიანი – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
  1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის  მუნიციპალიტეტში 2026-2029 წლებში დასაფინანსებელი პროექტების  საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ
           მომხსენებელი: ამირან კაშია – საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე
  1. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის  სახელის მინიჭების შესახებ.
          მომხსენებელი: ამირან კაშია – საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე
       4.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საწვავით უზრუნველყოფის მიზნით ხარჯების ლიმიტის დაწესების შესახებ.
           მომხსენებელი: აკაკი გოფოძე – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
        5„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
          მომხსენებელი: აკაკი გოფოძე – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.