ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ქალაქ ხონის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს.
„ვამაყობ ჩვენს ახალგაზრდებში არსებული მოტივაციითა და მათ მიერ მიღწეული შედეგებით. გილოცავთ! ეს დიდი მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ასეთი მონდომებით და შრომით ცხოვრებაში უამრავ გამარჯვებას მოიპოვებთ” – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მერის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ექსკურსიაზე გაემგზავრება და საქართველოში სასურველ ისტორიულ ადგილს ეწვევა.