მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
გულნარა ბუაძე მწვანე ჯილდოს მფლობელი გახდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ კონკურსის ,, მწვანე ჯილდოს,, ხონელ ფინალისტებს უმასპინძლეს , გამარჯვება მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს. ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გულნარა ბუაძე ,,მწვანე ჯილდოს 2025″ მფლობელი გახდა , ხოლო ჩაის მეურნეობის საბავშვო ბაღის აღმზრდელს გულისა ბიბინიძეს ფინალისტისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები გადაეცა. ლადო ჯურხაძე: ,, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ . თქვენი წარმატება არა მხოლოდ თქვენი პირადი , არამედ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებაა. გილოცავთ წარმატებას და გისურვებთ კიდევ არაერთ აღიარებასა !,, მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”. კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.